მთავარი / სიახლეები / ფედერიკო ბერნარდესკი: “გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ”
ფედერიკო ბერნარდესკი: "გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ"

ფედერიკო ბერნარდესკი: “გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „ფროზინონესთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის ერთ-ერთი გმირის განცხადებით, პროგრესირებს და სურს, რომ ასევე გააგრძელოს.

„მოვუმატე და ასევე უნდა გავაგრძელო. ჩვენ გვაქვს ბევრი მიზანი, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ. უნდა გავაგრძელოთ გამარჯვებების სერია და ახლა ოთხშაბათის მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი.

კრიშტიანუ? – ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესოა. ყოველთვის ვამბობ: დიდი პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანია“, – აღნიშნა ბერნარდესკიმ.

ბერნარდესკი დღევანდელ შეხვედრაში მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა მოედანზე და თამაში გაამწვავა. მეორე გოლიც მის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 15 ქულით ლიდერობს და მეექვსე ტურში 26 სექტემბერს, „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …

მოჯი: “ალეგრის არ გაათავისუფლებენ და მას სიტუაციის შეცვლა შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის არ გაათავისუფლებენ. მოჯი ფიქრობს, …