მთავარი / ბლოგი / სტადიონების კერპი – ალესანდრო დელ პიერო
სტადიონების კერპი – ალესანდრო დელ პიერო

სტადიონების კერპი – ალესანდრო დელ პიერო

“იუვენტუსი კლუბზე მეტია ჩემთვის, ეს ჩემი გზაა, ჩემი ბედი. გუნდთან კავშირი ძლიერია. იუვესთან ერთად მე გადავიტანე ამაღლებები და დაცემები, მოვიგე ყველა ჩემი ჯილდო. აქ გავძლიერდი და ვიქეცი მამაკაცად, ვიპოვე მეგობრები და შევიძინე ოჯახი. ტურინში დაიბადნენ ჩემი შვილები. ტურინი ჩემი სახლია.” ალესანდრო დელ პიერო.

როცა ფეხბურთმა გამიტაცა, დედამ „მილანის“ მაისური მაჩუქა, წითელი შავი რომბებით და მკლავზე თეთრი ზოლებით, წარწერით „Opel“ და ტექნიკური სპონსორის სახელწოდებით „Lotto“. ფორმა მომეწონა, მაგრამ „როსონერებზე“ მცირე რამ ვიცოდი. უფრო ვიცნობდი „სპარტაკსა“ და „ინტერს“, ხო ლო ბარსელონას, რეალის, იუვენტუსის და მანჩესტერ იუნაიტეტის შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. თანაკლასელს ჰქონდა ბავარიის მაისური, ცისფერი და წითელი ვერტიკალური ზოლებით იმავე მარკის ავტოთი გულზე. ჩვენი სპორტის მასწავლებელი ყოველთვის ამობდა: „ეი , ოპელებო, უკეთესია თქვენ მაისურებზე ეწეროს „ოპალი“ (სიგარეტის მარკა, ხუმრობდა, რა თქმა უნდა) , იქნებით კაპიტნები და გუნდს შეაგროვებთ“. ჩვენ კლას ვყოფდით, ვიღებდით ბურთს და გამოვდიოდით სკოლის სტადიონზე.

ყველა ბიჭს სურდა თავის კუმირს დამსაგავსებოდა. ყველა ეზოს ჰყავდა თავისი რონალდო, ბაჯო, შმეიხელი, იერო და მათეუსი. ხოლო მარადონას წოდება დიდი პრივილეგიად ითვლებოდა, დიეგო განსაკუთრებული იყო ჩვენთვის. ვარსკვლავებს შორის იყო მალდინიც და მე მომწონდა მისი გუნდის მაისურის ტარება. მაგრამ „მილანის გულშემატკივარი მაინც ვერ გავხდი. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიასა და კამერუნს შორის გამართული მატჩის შემდეგ ჩემში ათთავად განლაგდა პრიორიტეტები. იმ დღეს, ეკრანის წინაშე მდგარი, ვუყურებდი რა დელ პიროს, მე ავირჩიე იუვენტუსი მთელი გულით, როცა არ ვიცოდი ამ გუნდის არსებობაც.

ალესანდროზე ლაპარაკისას, ყოველთვის გულისხმობ იუვენტუსს და პირიქით, გულშემატკივართა უმრავლესობისათვის ეს სიტყვები განუყოფელია.

დელ პიერო დიდიხანია, რაც ლეგენდაა, შესაძლოა ხატიც. ჩემთვის ის ღირსეული ადამიანის მაგალითია, პირველ რიგში.. 17 წლიდან ვგულშემატკივრობ იუვესა და ალესანდროს. ამ ხნის მანძილზე ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, და წლებთან ერთად უფრო მკაფიოდ მოდის იმის შეგრძნება, რა მაგარია ალექსი ყოველმხრივ.

ყველა ადამიანს რაღაც უნდოდა ამ ცხოვრებიდან, მაგრამ მთავარია მხოლოდ ის, რასთან მივყავართ ამ ოცნებებს. ალესანდრო გულშემატკივრობდა იუვენტუსს ბავშვობიდან. ეზოში როცა ბურთს დასდევდა, იმედი ჰქონდა, რომ ეერთხელ მოიზომებდა შავ-თეთრ მაისურს. მან მიაღწია სასურველს, იუვე მისი ცხოვრების აზრად იქცა.

ჯანი ანიელიმ მას შვილი უწოდა. ბონიპერტი ალესანდროს მოწვევას გუნდში თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გაადაწყვეტილებად მიიჩნევდა. ლიპის სჯეროდა მისი და სჯერა ახლაც, მიიჩნევს რა, რომ დელ პიერო არაჩვეულებრივი მწრთვნელი იქნება. დელ პიეროს ღირსეული პედაგოგები ჰყავდა, მაგრამ თავადაც ღირსეული მოსწავლე იყო.

ოცნებას რაც შეეხება, არის მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. როცა „იუვენტინო გავხდი, ყოველთვის მინდოდა მენახა, როგორ აწევს დელ პიერო მსოფლიო თასს და განიცდის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების სიხარულს. საბედნიეროდ ჩემი ფიალა ნახევრად სავსეა, იტალიის ტრიუმფით 2006, ნახევრად კი ჩაუმქრალი ოცნებებით.

ალესანდროს კარიერა ნაკრებში კონტრასტული და დრამატულია, 2000 წელს ის მიაჩნდათ მთავარ დამნაშავედ იტალიის მარცხის ევროპის ჩემპინატზე, 2006 წელს გროსოსთან წყვილში მან დაამარცხა გერმანია. 97 ნაცინალური მატჩი და 27 ბურთი მხოლოდ ციფრებია. უფრო მთავარია იმის გაგება, როგორი ლეგენდარულებიც არ უნდა იყვენენ ფეხბურთელები, მნიშვნელოვანია მსოფლიო ჩემპიონობის სტატუსი. საბედნიეროდ დელ პიეროს ეს სტატუსი აქვს.

რა არ იყო 19 წლის მანძილზე. ამაღლებები და მტკივნეული დაცემები, ეს ყველა მოთამაშის კარიერის ნაწილია. ალესანდრო კიარ გამოდიოდა გუნდისთვის, ის მისთვის ცოცხლობდა, იუვე კი თავის მხრივ, იტალიელის სახლად იქცა.

გუნდის ყოველწლიური ტრიუმფი და მოთამაშის ინდივიდუალური წარმატებები ჩაანაცვლა უმძიმესმა ტრავმამ. სახლი სახლია, და მან მხარდაჭერა გამოუცხადა ალესანდროს მაშინ, როცა ეს ყველაზე ძალიან ჭირდებოდა. ის დაბრუნდა და მასთან ერთად გაცოცხლდა იუვეც.

ანიელი ისე ძლიერად აფასებდა ალესანდროს, რომ 1999 წლის ზაფხულში, თავდამსხმელის ტრამვის მიუხედავად, ხელახლა გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც დელ პიერო გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში.

ალესანდროს საუკეთესო მომენტები ყოველთვის იყო დაკავშირებული ლიპისთან. ასე იყო 90-იან წლებში, ასე მოხდა დონ მარჩელოს დაბრუნების შემდეგაც ტურინში 2000-იანი წლების დასაწყისში. მსოფლიო ჩემპიონიც დელ პიერო მის ხელში გახდა.

ლიპისთვის თითქოს ცნობილი იყო ათიანის წარმატებული თამაშის საიდუმლო. 2002 წელ სინიორას ლეგენდარულმა მწრთვნელმა თითქოს თავდამსხმელს სიცოცხლე შთაბერა და საქმეები კარგად წავიდა. ფანტასტიკური გამარჯვება ჩემპიონატში, წარმატებები ბოლო ტურში და ეიფორია „დელე ალპიზე“. მე მაშინ სკოლაში ვსწავლობდი და მოგებული სკუდეტოს შესახებ გაზეთიდან შევიტყვე სამი დღის შემდეგ. გასაკვირია, მაგრამ 2000 კილომეტრის დაშორებითაც მე ვიგრძენი ის, რის ახსნასაც ახლა ვაპირებ. ეს დაუვიწყარი იყო.

მაგრამ ალექსი არ აპირებდა შეჩერებას. 2003 წლის 14 მაისი კიდევ ერთი კულმინაციაა მის კარიერაში. ფანტასტიკური ნახევარფინალი. შეიძლება ამიტომაც ჰქონდა რეალის წინააღმდეგ თამაშებს გასულ შემოდგომაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა, მაგრამ რაც ხდებოდა 13 წლის წინ „დელე ალპიზე“, არ შეიძლება აღიწეროს სიტყვებით. ეს იყო ბედნიერი თავდავიწყება ყველა გულშემატკივარისათვის და თავად ფეხბურთელებისათვის. იმ ემოციების წლებთან ერთად დავიწყება არ შეიძლება, ისინი არ ხუნდებიან, არ იფარებიან დროის მტვრით, ალექსის გენიალური გოლი, ტრეზეგეს გიჟური თვალები, ნედვედი, კამორანეზი და საიმედო ბუფონი, ეს საუკეთესოა, რაც ოდესმე მინახავს ცხოვრებაში. საოცარი საღამო, რომელსაც დელ პიერომ მოგვიანებით თავად უწოდა გადამწყვეტი თავის ცხოვრებაში.

არ არის შემთხვევითი, რომ ეს ხუთეული, რომლებმაც ტიფოზებს ის დაუვიწყარი საღამო აჩუქეს, გაემგზავრნენ გუნდთან ერთად კიდევ ერთ გამოცდაზე. კაპიტანმა წაიყვანა, ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის. მე არ ვიცნობ კიდე ვინმეს, რომელმაც უფრო მეტი გააკეთა თავისი კლუბისა და გულშემატკივრისათვის, ვიდრე ამ ლეგენდარულმა ხუთეულმა ალესანდროს ხელმძღვანელობით. მათ ფეხქვეშ მიწა იწვოდა, მათი სპორტული გმირობის შედეგად, იუვენტუსი აღდგა.

როცა ალესანდროს თამაშს უყურებ, ხვდები, რომ გამარჯვებას კლუბისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დელ პიეროსათვის ეს ყოველთვის ჭეშმარიტება იყო, და მას ის ამტკიცებდა თავისი გატანილი გოლების წყალობით. იქნება ეს გოლი სერია ბ-ში ან ჩემპიონთა ლიგაზე, ამხანაგურ შეხვედრებზე თუ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალზე, შიმშილი და გატაცება ყოველთვის ჩანდა მის თვალებში. ვფიქრობ მისი წარმატების საიდუმლო მარტივია, შრომისმოყვარეობა, ამხანაგებისა და გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა სიყვარული შავ-თეთრი ფორმისადმი.

ყველა ეპოქას ჰყავს თავისი პიროვნებები და გმირები, მე გამიმართლა, რომ გავიზარდე იმ თაობაში, რომელიც დელ პიეროასთან ასოცირდება. ვფიქრობ მართალი ვიქნები, თუ იტალიელს ვუწოდებ სტადიონის კერპს, რადგან მხოლოდ მცირედს თუ აფასებს არა მარტო მოწინააღმდეგე, არამედ დაუძინებელი მტერი. „თავიდან სახელისთვის შრომობ, ხოლო შემდეგ სახელი მუშაობს შენთვის“-ეს ჭეშმარიტება გამოდგება იტალიელის დასახასიათებლად. ფეხბურთელის რეპუტაცია ურყევი იყო, სადაც არ უნდა წასულიყო. რად ღირს აპლოდისმენტები ბერნაბეუზე და ოლდ ტრაფორდზე. მაგრამ მიუხედავად ასეთი აღიარებისა, ალესს არ დაუკარგავს ის, რისთვისაც ის უყვარდათ, როცა ის ჩვეულებრივი ბიჭი იყო, დიდი იმედების მომცემი, როცა გამოდიოდა 16 ნომრით, ასრულებდა პირველ ნაბიჯებს მის არაჩვეულებრივ კარიერაში იუვენტუსის შემადგენლობაში, სულით ის დარჩა იმ სიცოცხლით სავსე ადამიანად და შეინარჩუნა პიროვნულობა. თანამედროვე ფეხბურთში ეს იშვიათობაა.

დელ პიერომ მოხსნა ბონიპერტის 40 წლიანი რეკორდი გოლების რაოდენობით, გაუსწრო გაეტანო შირეას ნათამაშები მატჩების რაოდენობით. მაგრამ ადამიანებისადმი სიყვარული არ იზომება თამაშების რაოდენობით, არც პირადი მიღწევებით, არამედ საერთო აღქმით, მისი მონაწილეობით გუნდის გადამწყვეტ მომენტებში, ამ ასპექტში დელ პიერომ გადაასწრო ნებისმიერ ტურინელ ფეხბურთელს. რამდენად დიდებულნიც არ უნდა იყვნენ პლატინი, ბაჯო, ძოფი ან სივორი, სწორედ ალესანდროა იუვეს სული და მერცხალი, მისი ისტორიული საყრდენი მრავალი წლების შემდგომაც. ეს მან დაიმსახურა თავისი შრომით და ერთგულებით, ხოლო მასთან გატოლება ალბათ მხოლოდ ჯიჯი ბუფონს შეუძლია.

გულშემატკივრის გული ყოველთვის თავის კლუბთან ერთად ფეთქავს. ფეხბურთი სწრაფად იცვლება და კავშირი რომ შეინარჩუნო ტრადიციებთან, ლეგენდები უნდა დარჩნენ გუნდში კარიერის დასრულების შემდეგაც. ნედვედი, ტრეზეგე, იმედი მაქვს ბუფონიც შემდგომში. ალბათ ყველა ტიფოზს სურს, რომ ალესანდრო დელ პიერო დაბრუნდეს სახლში, იუვენტუსში. არ ვიცი რა როლით მწრთვნელის თუ ფუნქციონერის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ალესანდრო, როგორც ჯამპიერო ბონიპერტი, თავის თავს მიუძღვნის სინიორას, ის ხომ მან არ მიატოვა 2006 წელს, ის ხომ მისი ცხოვრების აზრია.

შემთხვევითი სიახლე

მათ სურთ ბრილიანტის გასხვისება. ვინ ავნებს „იუვეს“?

მათ სურთ ბრილიანტის გასხვისება. ვინ ავნებს „იუვეს“?

ამას წინათ კარლო ანჩელოტიმ გაიხსენა: „„იუვეში“ მე დავაფასე, რას ნიშნავს თანამდებობების პატივისცემა. ამას ვგრძნობდი ტურინში …

როგორ აღორძინდა იუვენტუსი? ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

იუვენტუსის ზრდა განისახღვრება მისი ყველაზე ძვირფასი შესყიდვების სახელებით და ციფრებით, წლიდან წლამდე. როგორ დაიწყო ბებერმა …