პსჟ პრეტენზიას იუვენტუსის თავდამსხმალზე პაულო დიბალაზე აცხადებს. Canal+-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზულმა კლუბმა არგენტინელის სანაცვლოდ ტურინელებს 60 მილიონი ევრო შესთავაზა.
მანამდე არგენტინელის გადაბირებას მანჩესტერ იუნაიტედი ცდილობდა, მაგრამ მანკუნიანელებმა უარი თქვეს, რისი მიზეზიც არგენტინელი ფორვარდის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასია.
გუშინ პაულო დიბალა კონტინასას ბაზას ეწვევა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. კოპა ამერიკაზე მონაწილეობის გამო ის და ალექს სანდრო ხანგრძლივ შვებულებაში იმყოფებოდნენ.
პაულომ გასულ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გაიფორმა. არგენტინელს ფორვარდს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.