მთავარი / სიახლეები / მანჩესტერ იუნაიტედი უარს ამბობს პაულო დიბალაზე
მანჩესტერ იუნაიტედი უარს ამბობს პაულო დიბალაზე

მანჩესტერ იუნაიტედი უარს ამბობს პაულო დიბალაზე

როგორც იტალიური წყაროები იუწყებიან, პაულო დიბალა ორშაბათიდან იუვენტუსთან ერთად ვარჯიშს განაახლებს. მანჩესტერი აღიარებს მარცხს.

დიბალას მოთხოვნებმა (ხელფასი 12 მილიონი ევროს ოდენობით, პლუს ბონუსები და 15 მილიონი ევრო საკომისიო თავისი აგენტისთვის) საბოლოოდ ხელი შეუშალა შეთანხმების მიღწევას.

იტალიური წყაროების ცნობით პაულო ხვალ კონტინასას საწვრთნელ ბაზაზე მწვრთნელ მაურიციო სარისთან ერთად შეუდგება მუშაობას. კოპა ამერიკაზე მონაწილეობის გამო ის და ალექს სანდრო ხანგრძლივ შვებულებაში იმყოფებოდნენ.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დიბალამ თავის აგენტს შეატყობინა, რომ არ სურს მანჩესტერში გადასვლა. როგორც ჩანს, მესიჯი ადრესატამდე მივიდა.

Daily Telegraph-ის, BBC Sport-ის და Sky Sports UK-ს ცნობით, მანჩესტერმა აღიარა მარცხი და შეწყვიტა მოლაპარაკებები.

ახლა გასარკვევი რჩება, მოახდენს თუ არა ეს გავლენას ლუკაკუსთან შეთანხმებაზე, რომლის გადმობირებას იუვენტუსი და ინტერი ცდილობენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …