იუვენტუსი პოლ პოგბასთვის მანჩესტერ იუნაიტედს პაულო დიბალას, მარიო მანჯუკიჩს და ბლეზ მატუიდის შესთავაზებს, ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს.
ამ გადაცემის განხორციელებას ხელს შეუწყობენ იუვენტუსის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი, კლუბის ვიცე პრეზიდენტი პაველ ნედვედი და პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა. ამასთან ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა მოაგვაროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, კერძოდ, დაარწმუნონ დიბალა, რომ კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელოს.
გუშინ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა შეწყვიტა არგენტინელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები. სავარაუდოდ დღეს ლა ჯოია კონტინასას ბაზას ეწვევა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.