თუ პაულო დიბალასა და რომელუ ლუკაკუს ბარტერი ჩაშლის პირასაა, სამაგიეროდ, ჟოაუ კანსელუსა და დანილის გაცვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიური მედიის ცნობით, გარიგება შესაძლოა დღესვე დაიხუროს.
დანილო თანახმაა ტურინში გადასვლის სანაცვლოდ იმაზე ნაკლები ხელფასი მიიღოს, ვიდრე „სიტიში“ იღებდა. შედეგად, ერთადერთი დაბრკოლებაც მოხსნილია. ბრაზილიელის გასამარჯელო 4.5 მილიონი ევრო იქნება.
„იუვენტუსი“ კი კანსელუს ერთი წლის შემდეგ შეელევა და დანილოს გარდა ინგლისელებისგან 30 მილიონ ევროსაც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის სამხრეთ ამერიკელს „სიტის“ გარდა, „ამერიკა მინეიროში“, „სანტოსში“, „პორტუსა“ და „რეალშიც“ უთამაშია, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში 23 მატჩი აქვს ჩატარებული.