„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუსთვის ბრძოლაში „ინტერი“ დაწინაურდა. Corriere Dello Sport-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც პაულო დიბალამ ინგლისელებს მაღალი ხელფასი მოსთხოვა, ბარტერი თითქმის გამოირიცხა.
შედეგად, ბელგიელის გადასვლა ახლა მილანურ გუნდში უფრო რეალურია, ვიდრე „იუვენტუსში“. თუმცა, „წითელი ეშმაკები“ დათქმულ 80 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიან.
ასევე ცნობილია ისიც, რომ მარიო მანჯუკიჩი ლუკაკუს შემცვლელად განიხლება და ინგლისურ გუნდთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულიც აქვს.