დღეს პაილო დიბალა „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდგომაც მაურიციო სარის სავარაუდოდ შეხვდება. Corriere di Torino-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რომელუ ლუკაკუსთან არგენტინელის ბარტერი ჩაშლის პირასაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაულო ტურინელთა გეგმებში ჯდება.
როგორც ხსენებული წყარო წერს, სარი შეხვედრაზე დიბალას ხელმძღვანელობის სურვილს დაუდასტურებს და ეტყვის, რომ მის მონახაზში ვერ ხედავს. სარი 4-3-3 სქემით აპირებს თამაშს და რონალდუსთვის ცენტრფორვარდი სჭირდება. როგორც ჩანს, მაურიციოს აღნიშნულ ტაქტიკაში დიბალას ადგილი არაა.
დიბალას მომავალი ახლა ყველაზე მეტად პსჟ-სთან ასოცირდება. თუმცა, არაა გამორიცხული მაურო იკარდისთან ბარტერშიც ჩართვაც, თუ მილანელები თანხის დამატებაზეც ყაბულს იქნებიან.
ამვდროულად, ისიც ფაქტია, რომ არგენტინელს „იუვენტუსიდან“ წასვლა არ უნდა და იტალიაში დასარჩენად ყველაფერს აკეთებს.