ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ Soccer.com-ის იუთუბის არხს ინტერვიუ მისცა. პორტუგალიელმა დაასახელა ფეხბურთელი ისტორიიდან, რომელთანაც სიამოვნებით ითამაშებდა.
აგრეთვე საუკეთესო გოლი და გოლის აღვნიშვნის მანერაზეც გააკეთა კომენტარი:
„წარსულიდან ბევრი ფეხბურთელია, რომელთანაც სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ თუ ერთი უნდა დავასახელო, ჩემს თანამემამულეს დავასახელებ, რომელიც სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის – ეუსებიო. ვფიქრობ, პორტუგალიის ერთ-ერთი სიმბოლო, საოცარი ადამიანი, ყველა ჩვენგანისთვის სამაგალითო. მასთან ერთად ნაკრებში თამაში დიდებული იქნებოდა.
ჩემი კარიერის ულამაზესი გოლი? რთულია ერთის არჩევა, რადგან დაახლოებით 700 გოლი მაქვს გატანილი. უმარტივესად გიპასუხებთ და ვიტყვი, რომ ბოლო და მომდევნო გოლი, რადგან ყველა გოლი უმნიშვნელოვანესია.
როგორ დაიბადა „სიუს“ იდეაა? ბუნებრივად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავით, „ჩელსის“ ვეთამაშებოდით, გოლი გავიტანე, ნახტომი გავაკეთე და დავიყვირე – სიუუუუ! მას შემდეგ ვაგრძელებ, რადგან ქომაგებიც ჩემთან ერთად ყვირიან“, – თქვა რონალდუმ.