იუვენტუსის თავდამსხმელს, პაოლო დიბალას კარიერის გაგრძელება საფრანგეთში შეუძლია.
25 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი პარი სერ-ჟერმენმა გამოავლინა, ამის შესახებ Goal.com იტყობინება, Corriere dello Sport-ზე დაყრდნობით.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელი იმედგაცრუებულია კლუბში შექმნილი ვითარებით, ამიტომ ის მზად არის დატოვოს ბებერი ქალბატონი მისთვის საინტერესო შეთავაზების მიღების შემთხვევაში.
ადრე იუვენტუსმა, დიბალას ლუკაკუზე გაცვლასთან დაკავშირებით, შეთნხმებას მიაღწია მანჩესტერ იუნაიტედთან. მოგვიანებით, მანკუნიანელებმა უარი თქვეს ამ შეთანხმებაზე, რისი მიზეზიც არგენტინელი ფორვარდის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასია.