მთავარი / სიახლეები / ტორიჩელი: “მინდა, რომ დიბალა დარჩეს, რადგან მესის და რონალდუს შემდეგ ყველაზე ნიჭიერია”

ტორიჩელი: “მინდა, რომ დიბალა დარჩეს, რადგან მესის და რონალდუს შემდეგ ყველაზე ნიჭიერია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი მორენო ტორიჩელი პაულო დიბალას ირგვლის შემქნილ ვითარებაზე თავის მოსაზრებას აფიქსირებს.

ვეტერანი მცველის განცხადებით, მას დიბალა ძალიან მოსწონს და უნდა, რომ ტურინში დარჩეს, მაგრამ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას მკაფიო იდეები ამოძრავებს.

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელებს ნამდვილად მკაფიო იდეები აქვთ, რადგან დიბალას ტრანსფერამდე მივიდნენ. თუმცა, მე როგორც დიბალას მოყვარულს, მინდა, რომ დარჩეს, ვინაიდან მესისა და რონალდუს შემდეგ დღეს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები მბაპე, ნეიმარი და დიბალა არიან.

თუ ციფრებს გადავხედავთ, ლუკაკუს „მანჩესტერისთვის“ ჩემპიონთა ლიგა არ მოუტანია, დიბალა კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშში გამოცდილია, ყოველთვის ამ ტურნირზე თამაშობდა და ვფიქრობ, უარი სწორედ ამიტომ თქვა“, – აღნიშნა ტორიჩელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *