დანიელე რუგანიმ შესაძლოა „იუვენტუსი“ დატოვოს. მაურიციო სარის განკარგულებაში მის გარდა ოთხი მაღალი დონის და კონკურენტუნარიანი მცველია – ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, მატიას დე ლიხტი და მერიჰ დემირალი.
რუგანის სარი კარგად იცნობს და ახლო წარსულში ჯერ „ნაპოლიში“, მერე „ჩელსიში“ უნდოდა მისი წაყვანა, მაგრამ ახლა ტურინში გაცილებით კონკურენციაა. ამასობაში ლონდონის „არსენალი“ სერიოზულად ფიქრობს 25 წლის იტალიელ ფეხბურთელზე.
უნაი ემერიმ ცენტრალური მცველი მოითხოვა და რუგანი მის სიაში ფავორიტია. ჯერჯერობით კონკრეტული თანხა არ დასახელებულა, მაგრამ კარგი წინადადების მიღების შემთხვევაში ყველა მხარე შეიძლება კმაყოფილი დარჩეს.
საგულისხმოა, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში იხურება. ასე, რომ „არსენალს“ მხოლოდ ორი დღე აქვს. ლონდონელების გარდა, დანიელეს სამსახურით „მანჩესტერი“ და „ვულვზიც“ არიან დაინტერესებულნი.