მთავარი / სიახლეები / სტეფან ლიხშტაინერის საინტერესო ინტერვიუ

სტეფან ლიხშტაინერის საინტერესო ინტერვიუ

ტურინის „იუვენტუსის“ ჰეგემონიაში სტეფან ლიხშტაინერს ღირსეული ადგილი უკავია. შვეიცარიელმა მცველმა 2011-2018 წლებში „იუვეს“ რიგებში ზედიზედ შვიდჯერ მოიგო სკუდეტო, ოთხჯერ იტალიის თასი და სამჯერ იტალიის სუპერთასი.

ლიხშტაინერმა „ბებერი ქალბატონის“ მაისურით 257 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. გასული სეზონის 35 წლის ფეხბურთელმა ლონდონის „არსენალში“ გაატარა, ახლა კი თავისუფალი აგენტია.

ლიხშტაინერს „იუვენტუსთან“ დაკავშირებულ საკითხებზე Tuttojuve ესაუბრა და საინტერესო ინტერვიუც შედგა.

– როგორ გაიხსენებთ „არსენალის“ გატარებულ პერიოდს?

– ეს იყო გამოცდილება, რომლის მიღება მსურდა. მცირედი დაგვაკლდა მეოთხე ადგილამდე და ევროპა ლიგის ფინალში წავაგეთ. სამწუხაროდ, სეზონის წინ დასახულ მიზნებს ვერ მივაღწიეთ და ამის მონელება ახლაც რთულია. ბოლო ორ თვეში ბევრი შეცდომა დავუშვით და ისეთი რთული ჩემპიონატი, როგორიც პრემიერლიგაა ამას არასდროს გპატიობს.

– ალეგრის ერა დასრულდა და სარის დაიწყო, მწვრთნელის, რომელსაც იცნობთ როგორ მოწინააღმდეგეს. რას ფიქრობთ ამ გუნდის შესახებ?

– მიზანი ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ცხადია იტალიაშიც წელს ისევ უპირველესი ფავორიტი იქნება.

– ჯიჯი ცრემლიანი დამშვიდობებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა. ამის შესახებ რას ფიქრობთ?

– ჯიჯის ისტორია ნამდვილად ლამაზია, რომელიც ხშირად მხოლოდ ფეხბურთში ხდება. „იუვე“ ბუფონის გარეშე იგივეა, როგორც შვეიცარია ძროხების გარეშე. ბედნიერი ვარ ორივე მხარის გამო და დარწმუნებული ვარ ჯიჯი კარგად ითამაშებს.

– რა ხდება დიბალასთან? ურჩევთ „იუვენტუსში“ დარჩენას?

– გულწრფელად რომ ვთქვა, შარშან რამდენიმე თამაში ვნახე და პაულო ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. ის ნამდვილი ჩემპიონია და ამაში ეჭვი არასდროს შემპარვია.

– თქვენ რატომ გადაწყვიტეთ „იუვენტუსში“ გადასვლა? იმ მომენტში „ლაციო“ „ბიანკონერიზე“ ძლიერი იყო.

– დიახ, მაგრამ „იუვე“ ყოველთვის „იუვე“ იყო, მაშინაც კი, თუ რთული პერიოდი ჰქონდა და მეშვიდე ადგილზე გადიოდა. ყოველთვის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდი გახლდათ და მისი ქომაგები იყვნენ შესანიშნავები. მათგან დიდი სიყვარული მახსოვს.

– შვიდი სკუდეტოდან რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

– რთული კითხვაა. გამორჩეული სკუდეტო არ მაქვს, რადგან ბევრი ოფლის დაღვრა მოგვიწია თითოეული ტიტულის მოსაგებად. ზედიზედ შვიდი სკუდეტოს მოგება უნიკალურ ისტორიას წარმოადგენს, ჩვენ შევქმენით სუპერგამარჯვებული „იუვე“, რომელიც მოთხრობილია იტალიური და ევროპული ფეხბურთის წიგნებში.

– წაგებული ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალიდან რომელი იყო უფრო მტკივნეული?

– ამ ორიდან არჩევა არ შემიძლია, ამიტომ გიპასუხებთ, რომ ორივე. თუმცა, ალბათ უფრო მეორე პერსონალურ დონეზე, რადგან ჩემს თანაგუნდელებს კარდიფში ვერ ვეხმარებოდი.

– გულშემატკივრებს ისევ  აინტერესებთ რატომ დატოვეთ „იუვე“, შეგიძლიათ აგვიხსნათ?

– იმიტომ, რომ მჭირდებოდა ახალი გამოცდილება, ახალი გამოწვევა. გარდა ამისა, იმიტომ, რომ პროექტის 100%-იან ნაწილად თავს არ ვგრძნობდი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *