ბრაზილიელი ფეხბურთელი დანილო 6 აგვისტოს ტურინში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
28 წლის მცველი „იუვეს“ მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდება და შეიძლება ითქვას, ჟოაუ კანსელუს ხურდის ნაწილია. პორტუგალიელი ინგლისურ გუნდში გააგრძელებს კარიერას, ხოლო „იუვემ“ დანილოსთან ერთად 28 მილიონი ევრო მიიღო.
ფეხბურთელი ტურინელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.
დანილომ სახელი „პორტუში“ გაითქვა, სადაც ალექს სანდროსთან ერთად თამაშობდა. შემდგომ კი მადრიდის „რეალის“ ღირსების დაცვაც მოასწრო.