მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 60)

ტრანსფერები

ძანეტი: “ალოგიკურია და აუხსნელია პიანიჩის გაყიდვა, მითუმეტეს არტურის სანაცვლოდ”

იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კრისტიანო ძანეტიმ მირალემ პიანიჩისა და არტურის შესაძლო გაცვლაზე ისაუბრა. მისთვის გაუგებარი და ალოგიკურია ბოსნიელის გაყიდვა, მითუმეტეს ბრაზილიელში სუფთა გაცვლის პრინციპით. „მიუხედავად იმისა, რომ „ბიანკონერის“ მენეჯერი არ ვარ, ისეთ ფეხბურთელს, როგორიც პიანიჩია, არასდროს გავყიდდი. ამ მომენტში ვერავის ვხედავ, რომელიც მას შეცვლის. ერთადერთი დე იონგია, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩმა ბარსელონას გამო მანჩესტერი და პესეჟე უარით გაისტუმრა

ტურინის იუვენტუსი და კატალონიის ბარსელონა ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. 30 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი მზადაა კატალონიურ კლუბში გადასასვლელად. მხარეებს შეუძლიათ 4 წლიანი ხელშეკრულების გაფორმება. ცნობილია, რომ პიანიჩმა უარი თქვა მანჩესტერ იუნაიტედისა და პესეჟეს წინადადებებზე, ბარსელონას შეთავაზების გამო. სერია A-ს მიმდინარე სეზონზე პიანიჩმა 22 მატჩში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა …

სრულად წაკითხვა »

ტონალიმ “იუვესა” და “ინტერს” შორის არჩევანი გააკეთა

„ბრეშას“ ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ „ინტერში“ გადასვლა გადაწყვიტა. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელს ანტონიო კონტესთან მუშაობა სურს და მილანელებს შეუთანხმდა. მიუხედავად ამისა, „იუვენტუსი“ დანებებას არ აპირებს და „ბრეშას“ იმაზე უკეთეს წინადადებას მიუმზადებს, ვიდრე „ინტერი“. ჯერჯერობით, მიუხედავად ამ ინფორმაციისა, გადაწყვეტილი მაინც არაფერია და ზაფხულში „იუვესა“ და „ინტერს“ შორის ბრძოლა სატრანსფერო ბაზარზეც გველოდება.

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი “ბარსელონაში” გადასვლაზე თანახმაა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი „ბარსელონას“ მოურიგდა და მზადაა კატალონიაში გადავიდეს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ბოსნიელი თანახმაა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს, მაგრამ ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული, „ბარსელონასა“ და „იუვეს“ შეთანხმებაა საჭირო. ტურინელებს ესპანელებისგან არტურის დამატება სურთ და არაა გამორიცხული მშრალი ბარტერიც შედგეს. შეგახსენებთ, რომ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობს და 2019-2020 …

სრულად წაკითხვა »

“ფიორენტინას” პრეზიდენტი თანახმაა კიეზა “იუვენტუსში” გაყიდოს

ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტი როკო კომისო თანახმაა ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ გაყიდოს. რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი შეთავაზების შემთხვევაში. „არა, კიეზასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არ შეგვითავაზებია, ეს ფეიკნიუსია. „იუვენტუსი“? სხვა კლუბებივითაა, მე უნდა მოვუსმინო ფეხბურთელს და მივიღო კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. ეკონომიკურმა სიტუაციამ ყველა გუნდის მდგომარეობა შეცვალა, ამტომ შეიცვალა მისი ფასიც. თუ ტურინელები მზად იქნებიან, …

სრულად წაკითხვა »

იგუაინი შესაძლოა “რივერ პლეიტში” გადავიდეს

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ფაბიო პარატიჩიმ გონსალო იგუაინის „იუვენტუსში“ დარჩენის იმედი გამოთქვა, გამორიცხული არაა, არგენტინელმა გუნდი დატოვოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, „იუვეს“ „რივერ პლეიტის“ 18 წლის ფორვარდი ხულიან ალვარესი მოსწონს და ამის გამო შესაძლოა „პიპიტა“ არგენტინულ გრანდში გაუშვას. იგუაინი უკვე დიდი ხანია სამშობლოში იმყოფება და არაერთხელ დააფიქსირა ავადმყოფ დედასთან ახლოს ყოფნის …

სრულად წაკითხვა »

მარსელომ “იუვენტუსში” შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

მადრიდის „რეალის“ მცველი მარსელო ფაბიო კანავაროს ინსტაგრამში ესაუბრა და კომენტარი „იუვენტუსში“ მის შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა. „ვიცი, რომ ორი წლის წინ ამბობდნენ, თითქოს „იუვეში“ მივდიოდი, რადგან არ მინდოდა რონალდუს გარეშე ცხოვრება. ეს ყველაფერი ხალხმა გამოიგონა, მაგრამ სასიამოვნო იმის ცოდნაც, რომ „იუვეს“ ტიფოზებს მოსწონხარ. არ მინდა „რეალის“ დატოვება და ვფიქრობ, არც ისინი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “სიტის”: ბონუჩი არ იყიდება

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი დღეს იუბილარია, 33 წლის გახდა. პარალელურად, იტალიელი მცველით „მანჩესტერ სიტი“ და პირადად პეპ გვარდიოლაა დაინტერესებული. თუმცა, იტალიური მედია იტყობინება, რომ ტურინელები გამოცდილი მცველის გაყიდვას არ აპირებენ და ინგლისელები უარით კიდევ ერთხელ გაისტუმრეს. გარდა ამისა, „იუვედან“ წასვლას არც თავად ბონუჩი აპირებს, რომელიც „მილანში“ ერთწლიანი თამაშის შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონა” თანახმაა არტური “იუვენტუსში” გაყიდოს

კატალონიის „ბარსელონა“ თანახმაა ნახევარმცველი არტური ტურინის „იუვენტუსში“ გაასხვისოს. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს. როგორც გამოცემა იტყობინება, ფეხბურთელი კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის გაზრდაზე ვერ მოურიგდა და ამიტომ, მხარეები განშორებას აპირებენ. თავის მხრივ კიკე სეტიენს „იუვენტუსის“ რამდენიმე ფეხბურთელი მოსწონს და მოსალოდნელია, რომ ბარტერი გაიჩარხება. საუბარია, როდრიგო ბენტანკურზე, მირალემ პიანიჩზე ან ფედერიკო ბერნარდესკიზე. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” რომეროს სხვა ტრანსფერებისთვის გამოიყენებს

ტურინის „იუვენტუსი“ კრისტიან რომეროს გაყიდვას გეგმავს. არგენტინელი მცველი ტურინელებმა 2019 წლის ზაფხულში „ჯენოადან“ 26 მილიონ ევროდ შეიძინეს, მაგრამ დაცვაში არსებული დიდი კონკურენციის გამო, მისი შავ-თეთრი მომავალი ბუნდეოვანია. ამიტომ, „იუვეს“ ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ რომერო სხვა ტრანსფერებისთვის გამოიყენოს და ან გაცვალოს, ან სარფიანად გაყიდოს. დაცვაში გადაწყვეტილია, რომ ჯორჯო კიელინი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, …

სრულად წაკითხვა »