მთავარი / სიახლეები / “იუვე” რომეროს სხვა ტრანსფერებისთვის გამოიყენებს

“იუვე” რომეროს სხვა ტრანსფერებისთვის გამოიყენებს

ტურინის „იუვენტუსი“ კრისტიან რომეროს გაყიდვას გეგმავს. არგენტინელი მცველი ტურინელებმა 2019 წლის ზაფხულში „ჯენოადან“ 26 მილიონ ევროდ შეიძინეს, მაგრამ დაცვაში არსებული დიდი კონკურენციის გამო, მისი შავ-თეთრი მომავალი ბუნდეოვანია.

ამიტომ, „იუვეს“ ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ რომერო სხვა ტრანსფერებისთვის გამოიყენოს და ან გაცვალოს, ან სარფიანად გაყიდოს.

დაცვაში გადაწყვეტილია, რომ ჯორჯო კიელინი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, არ იყიდებიან არც ლეონარდო ბონუჩი, მატაის დე ლიხტი და მერიჰ დემირალი.

რომეროსთან ერთად მოსალოდნელია, რომ „იუვენტუსს“ დანიელე რუგანი დატოვებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …