ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ფედერიკო ბერნარდესკის გადაბირება მადრიდის „ატლეტიკოს“ სურს.
იტალიელი ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და დიდი შანსია, რომ გუნდს დატოვებს, ხოლო „როხიბლანკო“ ერთ-ერთი დაინტერესებული გუნდია.
იტალიური მედიის ინფორმაციით, „იუვე“ ბერნარდესკის ესპანეთში გასხვისების წინააღმდეგი არ იქნება, თუ სანაცვლოდ საულ ნიგეზს მიიღებს.
ესპანელი „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ „იუვენტუსი“ იმედოვნებს, რომ მადრიდულ გუნდს სუფთა ბარტერზე დაიყოლიებს.