გონსალო იგუაინის მამამ, ხორხე იგუაინმა განაცხადა, რომ მისი შვილი „იუვენტუსში“ კონტრაქტი ბოლომდე დარჩება.
„არასწორი რამეები ითქვა, რაც სიმართლე არაა. გონსალო დარჩება „იუვენტუსში“, რადგან კიდევ აქვს კონტრაქტი წელიწადნახევრის განმავლობაში და ამ კონტრაქტს პატივს სცემს. ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილება, როცა თავისუფალი აგენტი გახდება. ახლა კი ტურინში დარჩება, რადგან არ უნდა სხვა გუნდში გადასვლა და იქ ხალხსაც უყვარს“, – თქვა ხორხემ.
შეგახსენებთ, რომ იგუაინსა და „იუვენტუსს“ შორის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.