მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 70)

ტრანსფერები

პარატიჩიმ სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ სატრანსფერო ამბებზე ისაუბრა. მან კომენტარი მატია დე შილიოს, ემრე ჯანისა და ფედერიკო ბერნარდესკის შესახებ გააკეთა. „სატრანსფერო ბაზარზე შესაძლებლობები წარმოიქმნება. საუბარია განსაკუთრებით გარკვეული დონის კლუბებს შორის. დე შილიო – კურზავას გაცვლის ჰიპოთეზა არსებობს. უახლოეს დღეებში შესაძლოა ეს მოხდეს. რაც შეეხება ემრე ჯანს, ის „იუვენტუსის“ მნიშვნელოვანი …

სრულად წაკითხვა »

რაიოლამ პოგბას “იუვენტუსში” დაბრუნებაზე ისაუბრა

პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი. რაიოლას განცხადებით, ოცნება შეუძლიათ, მაგრამ პოგბას ტრანსფერზე საუბრის დრო ამჟამად არაა. „იუვენტუსის“ გულშემატკივრებმა უნდა იოცნებონ, რადგან თუ ამას არ აკეთებ, მაშინ მკვდარი ხარ. მე არ ვმუშაობ ოცნებებში, მაგრამ რეალურ სამყაროში ვცდილობ ჩემი კლიენტებისთვის სწორი არჩევანი გავაკეთო. ახლა არაა …

სრულად წაკითხვა »

კურზავა-დე შილიოს ბარტერი იხურება

მატია დე შილიოსა და ლაივინ კურზავას ბარტერი იხურება. მხარეებმა პრაქტიკულად მიაღწიეს შეთანხმებას, ორივე ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ შეფასდა და შესაბამისად, სუფთა გაცვლა შედგება. კურზავაც და დე შილიომ კლუბებთან 2024 წლამდე გააფორმებენ კონტრაქტებს. მატია „იუვემ“ 2017 წელს „მილანიდან“ დიამატა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. გაცვლის ერთ-ერთი ინიციატორი მაურიციო სარია, რადგან …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და პსჟ ფეხბურთელების ბარტერთან ახლოს არიან

ტურინის „იუვენტუსი“ და „პარი სენ ჟერმენი“ ფეხბურთელების გაცვლასთან ახლოს არიან. L’Equipe-ს ინფორმაციით, მატია დე შილიო პარიზში გადაბარგდება, ხოლო ლაიუნ კურზავა – ტურინში. მიმდინარე სეზონში ორივე ფეხბურთელის სათამაშო პრაქტიკა შეზღუდულია და ამიტომ, ტრანსფერის ალბათობა დიდია. მეტიც, გავლენიანი ფრანგული გამოცემა გვამცნობს, რომ მხარეები შესაძლოა სწრაფად შეთანხმდნენ და ბარტერი ოფიციალურად დადასტურდეს.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და “დორტმუნდი” 12 მილიონზე ვაჭრობენ

დორტმუნდის „ბორუსია“ ემრე ჯანის შესაძენად მზადაა. იტალიური მედიის ცნობით, გერმანელი ფეხბურთელი კლუბს უკვე შეუთანხმდა პირად კონტრაქტზე. ემრე მზადაა გაცილებით ნაკლები ხელფასი მიიღოს, ვიდრე „იუვენტუსში“ აქვს, მაგრამ თანახმაა, სათამაშო პრაქტიკის გამო. თუმცა, ჯერჯერობით კლუბები ვერ რიგდებიან. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ჯანი „იუვემ“ უფასოდ დაიმატა, მასშინ უზარმაზარი მოგების მიღებას ცდილობს. „დორტმუნდმა“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “დორტმუნდისგან” ემრე ჯანის შესახებ წინადადებას ელოდება

ემრე ჯანის მომავალი „იუვენტუსში“ პრაქტიკულად არ არსებობს. გერმანელ ფეხბურთელს მაურიციო სარი მთელი სეზონია არ ენდობა, ბოლო დროს კი, შეცვლებზეც აღარ ათამაშებს. აქამდე, ემრე „ევერტონს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ახლა ინგლისურმა გუნდმა მეორე პლანზე გადაიწია და საქმეში „დორტმუნდი“ ჩაერთო. ჯანი წინააღმდეგი არაა, რომ გერმანიაში დაბრუნდეს, რადგან ევრო 2020-ის წინ სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “ბარსელონასგან” პირველი წინადადება დაბლოკა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ პირველი წინადადება უარყო. იტალიური მედიის ინფორმაციით, კატალონელებმა „იუვეს“ ფედერიკო ბერნარდესკის სანაცვლოდ ივან რაკიტიჩი და 10 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უაღი მიიღეს. „იუვენტუსის“ სურვილია, რომ რაკიტიჩთან ერთად მინიმუმ 20 მილიონი ევრო გამოიმუშავონ. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. ბერნარდესკის „იუვენტუსში“ სათამაშო დრო აღარ ეძლევა და ფეხბურთელსაც გუნდის დატოვება უნდა, რადგან …

სრულად წაკითხვა »

“ბაიერნს” დუგლას კოშტას დაბრუნება უნდა

დუგლას კოშტამ შესაძლოა „იუვენტუსი“ მიმდინარე თვეში დატოვოს და კარიერა მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელოს. Bild-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერს“ ბრაზილიელის დაბრუნება 6-თვიანი იჯარით სურს. ტურინელთა პასუხი უცნობია, მაგრამ კოშტას „იუვეში“ სათამაშო პრაქტიკა შეზღუდული აქვს, რამაც შესაძლოა ტრანსფერის ალბათობა გაზარდოს. დუგლას მიუნხენურ გრანდში ადრეც თამაშობდა და 2017 წელს „იუვენტუსს“ სწორედ გერმანული გუნდიდან შეუერთდა.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და “ბარსა” ბერნარდესკი-რაკიტიჩის ბარტერზე მუშაობას აგრძელებენ

ტურინის „იუვენტუსი“ და კატალონიის „ბარსელონა“ ფედერიკო ბერნარდესკისა და ივან რაკიტიჩის ბარტერტზე მუშაობას აგრძელებენ. Sky Sport-ის ცნობით, კატალონელთა პირველი შეთავაზება ტურინელებმა უარყვეს, რადგან ძალიან დაბალ წინადადებად იქნა მიჩნეული. ახლა მხარეები კონტაქტზე რჩებიან და სწორედ წინადადების გაუმჯობესების საკიტხზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ დეიან კულუსევსკის ყიდვის შემდეგ ფაბიო პარატიჩიმ სატრანსფერო ფანჯარა გუნდისთვის დახურულად …

სრულად წაკითხვა »

“ევერტონის” წინადადება ემრე ჯანის სანაცვლოდ ცნობილია

ემრე ჯანს „იუვენტუსის“ დატოვება უნდა. გერმანელი ნახევარმცველის სათამაშო მკვეთრად შეზღუდულია და მაურიციო სარი აზრის შეცვლას არც აპირებს. ფეხბურთელს კი, ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე თამაში უნდა და ამისთვის მუდმივი სათამაშ პრაქტიკა ექნება, რასაც ტურინში უკვე დანამდვილებით ვერ მიიღებს. ემრეს გადაბირება ყველაზე მეტად „ევერტონს“ უნდა. Mirror-ის ცნობით, კარლო ანჩელოტი პირადადაა ტრანსფერით დაინტერესებული და …

სრულად წაკითხვა »