მთავარი / სიახლეები / პიანიჩი “ბარსელონაში” გადასვლაზე თანახმაა

პიანიჩი “ბარსელონაში” გადასვლაზე თანახმაა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი „ბარსელონას“ მოურიგდა და მზადაა კატალონიაში გადავიდეს.

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ბოსნიელი თანახმაა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს, მაგრამ ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული, „ბარსელონასა“ და „იუვეს“ შეთანხმებაა საჭირო.

ტურინელებს ესპანელებისგან არტურის დამატება სურთ და არაა გამორიცხული მშრალი ბარტერიც შედგეს.

შეგახსენებთ, რომ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობს და 2019-2020 წლების სეზონში მისი თამაშით ბევრი უკმაყოფილო იყო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …