მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 59)

ტრანსფერები

“იუვეს” პოგბას დაბრუნების რესურსი არ აქვს

ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას ტრანსფერი ოცნების სფეროა. ასე იწყებს Corriere Dello Sport-ი წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ ტურინელებს ფრანგის დაბრუნების რესურსი არ გააჩნიათ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთხოვნილი თანხა და თავად პოგბას მაღალი ხელფასი ამ ეტაპზე, მითუმეტეს კორონავირუსის პანდემიის პირობებში „იუვესთვის“ შეუძლებელი მისიაა. აქედან გამომდინარე, პოგბას ტურინში დაბრუნება თითქმის შეუძლებელია და „იუვეს“ აქცენტის …

სრულად წაკითხვა »

იანვარში ვიდალის “იუვეში” დაბრუნება შესაძლებელი იყო

იტალიური მედია იტყობინება, რომ მიმდინარე წლის იანვარში არტურო ვიდალი ახლოს იყო „იუვენტუსში“ დაბრუნებასთან. როგორც ცნობილი გახდა, „ბარსელონა“ ტურინელებს ჩილელს ფედერიკო ბერნარდესკის ან ემრე ჯანის ტრანსფერში ჩართვას სთავაზობდა და არსებობდა შანსი 2015 წლის შემდეგ პიემონტს დაბრუნებოდა. თუმცა, თავად „იუვემ“ ამ ვარიანტზე უარი თქვა და ვიდალის დაბრუნებაც ჩაიშალა. შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბა შესაძლოა “იუვენტუსში” დაბრუნდეს

ტურინის „იუვენტუსში შესაძლოა პოლ პოგბა დაბრუნდეს.  Le10sport–ისინფორმაციით „ბებერი ქალბატონის“ წარმომადგენელი უკვე დაუკავშირდა ფრანგი ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას. აღნიშნული წყაროს ცნობით, პოგბას გადაბირება სხვა კლუბებსაც სურთ თუმცა, თავად ფეხბურთელს ყოფილს კლუბში დაბრუნება უნდა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მირალემ პიანიჩი დატოვებს, რომელიც „ბარსელონაში“ გადასვლაზე თანახმაა და პოგბა სწორედ მის შემცვლელად …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი “ბარსელონაში” გადასვლაზე თანახმაა და არტურის პასუხს ელოდება

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი „ბარსელონაში“ გადასვლაზე საბოლოოდ თანახმაა. ბოსნიელმა უარი თქვა პსჟ-სა და „ჩელსის“ ინტერესზე და ახლა მხოლოდ ესპანეთში გადასვლას ელოდება. პიანიჩის „კამპ ნოუზე“ გადასასვლელად არტურ მელოს თანხმობაა საჭირო, რადგან „იუვეს“ ბოსნიელის გაცვლა მხოლოდ ბრაზილიელში სურს. შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლიდა თამაშობს.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” პიანიჩს “ბარსელონაში’ მხოლოდ არტურის სანაცვლოდ გაუშვებს

ტურინის „იუვენტუსი“ მირალემ პიანიჩს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუთმობს, თუ სანაცვლოდ არტურ მელოს მიიღებს. ესპანურ მედიაში გუშინ გვარცელებული ცნობა, რომლის მიხედვით „იუვე“ პიანიჩს, მატია დე შილიოს და 25 მილიონ ევროს გადაუხდიდა „ბარსას“ და სანაცვლოდ მხოლოდ ნელსონ სემედუს მიიღებდა, იტალიაში არ დაადასტურეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურინელები მხოლოდ არტურთან ბარტერზე არიან თანახმა. თავიხ …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი, დე შილიო და 25 მილიონი სემედუსთვის – “იუვე” და “ბარსა” შეთანხმდნენ

კატალონიის „ბარსელონა“ და ტურინის „იუვენტუსი“ პრაქტკიულად შეთანხმდნენ, რომ ნელსონ სემედუ ტურინში გადაბარგდება. Sport-ის ინფორმაციით, „ბარსა“ პორტუგალიელის სანაცვლოდ, მირალემ პიანიჩს, მატია დე შილიოს და დამატებით 25 მილიონ ევროს მიიღებს. როგორც კატალონური გამოცემა მწერს, კლუბები შეთანხმდნენ და ახლა სემედუ უნდა დათანხმდეს იტალიში თამაშს. „ბარსელონა“ „იუვენტუსიდან“ მიღებულ თანხას ლაუტარო მარტინესის ტრანსფერისთვის გამოიყენებს.

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონა” მზადაა პიანიჩის სანაცვლოდ სემედუ დათმოს

კატალონიის „ბარსელონას“ „იუვენტუსიდან“ მირალემ პიანიჩის ყიდვა გადაწყვეტილი აქვს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არტურ მელოსთან ბარტერის გარდა, ესპანელებს სხვა ვარიანტიც აქვთ. „ბარსა“ მზადაა არტური შეინარჩუნოს, ხოლო პიანიჩის ნაცვლად „იუვენტუსს“ პორტუგალიელი მცველი ნელსონ სემედუ დაუთმოს. იტალიელთა პასუხი ამ არცთუ მომხიბვლელ წინადადებაზე, ამ ეტაპზე უცნობია.

სრულად წაკითხვა »

რაბიო “ევერტონში” გადასვლაზე თანახმაა

ადრიენ რაბიო დიდი ალბათობით, ზაფხულში „იუვენტუსს“ დატოვებს. ფრანგმა ფეხბურთელმა ტურინში ფეხი ვერ მოიკიდა, თავად ხელფასის შემცირებითაა უკმაყოფილო, ხოლო გუნდი მისი უფერული და უხარისხო თამაშით. L’Equipe-ს ინფორმაციით, რაბიოს გადაბირება ლივერპულის „ევერტონს“ სურს და ფეხბურთელიც თანახმაა ინგლისში გადასვლაზე. რაბიოს კარლო ანჩელოტისთან მუშაობის პერსპექტივა ხიბლავს, რომელიც მისი მწვრთნელი პსჟ-ში იყო. შესაძლო ტრანსფერის ფინანსურ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მზადაა პიანიჩი ჟორჟინიოში გაცვალოს

ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ლონდონის „ჩელსის“ ჟორჟინიოს სანაცვლოდ მირალემ პიანიჩი დაუთმოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იტყობინება. მაურიციო სარის, რომ იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ძალიან მოსწონს, ძველი ამბავია და ამიტომ ტურინელებს ურჩევნიათ ბოსნიელი ჟორჟინიოში გაცვალონ, ვიდრე „ბარსელონას“ არტურის ნაცვლად დაუთმონ. შეგახსენებთ, რომ პიანიჩის „იუვენტუსიდან“ წასვლაზე იმდენად ხშირად და აქტიურად წერენ, ძნელად …

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონამ” არტურის სანაცვლოდ დე ლიხტიც მოითხოვა

კატალონიის „ბარსელონამ“ ბრაზილიელი ნახევარმცველი არტურის სანაცვლოდ „იუვეს“ მატაის დე ლიხტიც მოთხოვა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები არტური – მირალემ პიანიჩის ბარტერზე მუშაობენ, ესპანელებს ნიდერლანდელი მცველი სურთ. თუმცა, „იუვენტუსმა“ მყარი პოზიცია დააფიქსირა და „ბარსელონას“ შეუთავალა, რომ დე ლიხტი ხელშეუხებელია და არ იყიდება.

სრულად წაკითხვა »