ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას ტრანსფერი ოცნების სფეროა. ასე იწყებს Corriere Dello Sport-ი წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ ტურინელებს ფრანგის დაბრუნების რესურსი არ გააჩნიათ.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთხოვნილი თანხა და თავად პოგბას მაღალი ხელფასი ამ ეტაპზე, მითუმეტეს კორონავირუსის პანდემიის პირობებში „იუვესთვის“ შეუძლებელი მისიაა.
აქედან გამომდინარე, პოგბას ტურინში დაბრუნება თითქმის შეუძლებელია და „იუვეს“ აქცენტის გაკეთება სხვა ფეხბურთელებზე მოუწევს