ტურინის „იუვენტუსი“ მირალემ პიანიჩს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუთმობს, თუ სანაცვლოდ არტურ მელოს მიიღებს.
ესპანურ მედიაში გუშინ გვარცელებული ცნობა, რომლის მიხედვით „იუვე“ პიანიჩს, მატია დე შილიოს და 25 მილიონ ევროს გადაუხდიდა „ბარსას“ და სანაცვლოდ მხოლოდ ნელსონ სემედუს მიიღებდა, იტალიაში არ დაადასტურეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურინელები მხოლოდ არტურთან ბარტერზე არიან თანახმა. თავიხ მხრივ, ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯერ დარწმუნებული არაა, რომ იტალიაში გადასვლა უნდა და გარიგებასაც ეს აფერხებს.
ჯერჯერობით გარკვეული არაფერია, მაგრამ ცხადია, სატრანსფერო სიახლეების კუთხით ცხელი ზაფხული გველოდება.