„იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი „ბარსელონაში“ გადასვლაზე საბოლოოდ თანახმაა. ბოსნიელმა უარი თქვა პსჟ-სა და „ჩელსის“ ინტერესზე და ახლა მხოლოდ ესპანეთში გადასვლას ელოდება.
პიანიჩის „კამპ ნოუზე“ გადასასვლელად არტურ მელოს თანხმობაა საჭირო, რადგან „იუვეს“ ბოსნიელის გაცვლა მხოლოდ ბრაზილიელში სურს.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლიდა თამაშობს.