მთავარი / სიახლეები / რაბიო “ევერტონში” გადასვლაზე თანახმაა

რაბიო “ევერტონში” გადასვლაზე თანახმაა

ადრიენ რაბიო დიდი ალბათობით, ზაფხულში „იუვენტუსს“ დატოვებს. ფრანგმა ფეხბურთელმა ტურინში ფეხი ვერ მოიკიდა, თავად ხელფასის შემცირებითაა უკმაყოფილო, ხოლო გუნდი მისი უფერული და უხარისხო თამაშით.

L’Equipe-ს ინფორმაციით, რაბიოს გადაბირება ლივერპულის „ევერტონს“ სურს და ფეხბურთელიც თანახმაა ინგლისში გადასვლაზე. რაბიოს კარლო ანჩელოტისთან მუშაობის პერსპექტივა ხიბლავს, რომელიც მისი მწვრთნელი პსჟ-ში იყო.

შესაძლო ტრანსფერის ფინანსურ მხარეზე ჯერ არაფერია ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ფრანგი „იუვეს“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 25 მატჩში გოლი არ გაუტანია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …