მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 50)

ტრანსფერები

იგუანის ძმა ტურინში ჩავიდა, მხარეების კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ

გონსალო იგუაინის ძმა, ნიკოლას იგუაინი, რომელიც მისი აგენტია ტურინში ჩავიდა. მიზანი კონტრაქტის გაწყვეტა და „პიპიტას“ სხვა კლუბში გადასვლაა. გადაწყვეტილია, რომ იგუაინი „იუვეს“ დატოვებს, თუმცა მას კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი დარჩა და მისი გაწყვეტა უნდა მოხდეს. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას არგენტინელი, რომელიც „იუვენტუსში“ 2016-2018 და 2019 წლიდან თამაშობს.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” სუარესს სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება

ტურინის „იუვენტუსი“ ლუის სუარესს სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება. ინფორმაცია იტალიურმა მედიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ურუგვაელსა და კლუბს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, სამწლიანი კონტრაქტი, სეზონში 10 მილიონი ევროს ანაზღაურებით. სუარესი მალე იტალიის მოქალაქეობასაც აიღებს, ესპანური გამოცემები წერენ, რომ სუარესი ხვალ იტალიური ენის გამოცდასაც ჩააბარებს და იტალიის პასპორტისკენ გზა გაეხსნება. იტალიის მოქალაქეობა იმიტომ …

სრულად წაკითხვა »

სუარესი თუ კავანი? “იუვე” ორივესთან შეთანხმებულია, მაგრამ მხოლოდ ერთს დაიმატებს

ტურინის „იუვენტუსის“ ახალი ფორვარდის თემა კლუბის გარშემო ბოლო დროს ყველაზე აქტუალურია. იტალიურ მედიაში თითქმის ყოველდღე განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ბოლო ცნობებით, ტურინელები ურუგაველ თავდამსხმელეს, ლუის სუარესსა და ედინსონ კავანის შორის გააკეთებს არჩევანს. უფრო სწორად, გაკეთებული აქვს, მაგრამ B გეგმაც არსებობს. როგორც ცნობილი გახდა, ტურინელები ლუის სუარესთან შეთანხმებულნი არიან, „ბარსელონაც“ მზადაა სამხრეთამერიკელთან …

სრულად წაკითხვა »

პოგბა “მანჩესტერთან” კონტრაქტი ისევ არ გაახანგრძლივა და “იუვეში” დაბრუნება უნდა

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და „იუვენტუსში“ დაბრუნება უნდა. The Sun-ის ინფორმაციით, ფრანგმა კვლავ დაბლოკა ინგლისელთა წინადადება ახალი ხელშეკრულების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ პოლის აგენტმა მინო რაიოლამ „მანჩესტერთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების პერსპექტივაზე პოზიტიურად ილაპარაკა, როგორც ჩანს, 27 წლის ფეხბურთელი სხვაგვარად ფიქრობს. აღსანიშნავია, რომ მას „მანჩესტერთან კონტრაქტი …

სრულად წაკითხვა »

საფეხბურთო აგენტმა დაასახელა ფორვარდი, რომელსაც “იუვე” დაიმატებს

საფეხბურთო აგენტი ჯოვანი ბრანჩინი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ ფორვარდის პოზიციაზე არც ლუის სუარესს, არც ედინსონ კავანისა და არც ედინ ჯეკოს არ დაიმატებს. არამედ, ალვარო მორატას, რომელსაც „იუვეში“ თამაშის გამოცდილება აქვს. „ვის დაიმატებს „იუვენტუსი“ თავდასხმაში? ჯერ არ გიხსენებიათ, ის არ არის კინი, არც სუარესი, არც ჯეკო და არც კავანი. კინი საერთოდ ცალკე …

სრულად წაკითხვა »

ესპანური მედია: სუარესი “იუვესთან” ძალიან ახლოსაა

ლუის სუარესი „იუვენტუსს“ მიუახლოვდა. ესპანური მედია იტყობინება, რომ რონალდ კუმანს მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვეტილი აქვს და ლუისი არტურო ვიდალთან ერთად განცალკევებით ვარჯიშობს. ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ სუარესი მომდევნო კვირაში იტალიური ენის B1 (მესამე დონე) გამოცდას ჩააბარებს, რაც საშუალებას მისცემს იტალიის პასპორტი მიიღოს. სწორედ პასპორტია ახლა ყველაზე დიდი დაბრკოლება, რადგან სუარესი …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” რომერო “ატალანტაში” გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ კრისტიან რომერო კიდევ ერთხელ გაანათხოვრა. ამჯერად ბერგამოს „ატალანტაში“ 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ. არგენტინელი „ატალანტაში“ 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო ბერგამოელებს მისი გამოსყიდვა 16 მილიონ ევროდ შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ კრისტიან რომერო „ჯენოადან“ 2109 წლის ზამთარში შეიძინა, თუმცა არგენტინელს ტურინულ კლუბში ერთხელაც არ უთამაშია.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” კავანის იდეას მიუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსი“ თავდამსხმელის ძებნას აგრძელებს და ედინსონ კავანის ვარიანტს მიუბრუნდა. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. მას შემდეგ, რაც ედინ ჯეკოს ტრანსფერი „რომამ“ შეაფერხა და მის გაყიდვაზე უარს ამბობს, ხოლო ლუის სუარესი ჯერ „ბარსელონადან“ ვერ გათავისუფლდა, ამავდროულად მას ამ დროისთვის ევროკავშირის პასპორტი არ აქვს, კავანის დამატების იდეა დღის წესრიგში დაბრუნდა. …

სრულად წაკითხვა »

სუარესს “იუვეში” გადასასვლელად იტალიის პასპორტი სჭირდება

ლუის სუარესი და „იუვენტუსი“ პირად კონტრაქტზე უკვე შეთანხმებულნი არიან. ურუგვაელი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს. თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ ლუისმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაწყვიტოს, რომ ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – მას იტალიის პასპორტის აღება სჭირდება. ამ ზაფხულს „იუვემ“ უკვე …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” სუარესთან შეთანხმებას მიაღწია

ტურინის „იუვენტუსმა“ ლუის სუარესთან შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდა. Sky Sport-ის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და „ბარსელონასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტაზე მუშაობს. „იუვენტუსის“ სურვილია, რომ ურუგვაელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და ერთადერთი დაბრკოლებაც ესაა. ამიტომაც, ახლა სუარესმა „ბარსასთან“ არსებული კონტრაქტი, რომელიც 2021 წლამდეა ძალაში, უნდა …

სრულად წაკითხვა »