კატალონიის „ბარსელონას“ „იუვენტუსიდან“ მირალემ პიანიჩის ყიდვა გადაწყვეტილი აქვს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არტურ მელოსთან ბარტერის გარდა, ესპანელებს სხვა ვარიანტიც აქვთ.
„ბარსა“ მზადაა არტური შეინარჩუნოს, ხოლო პიანიჩის ნაცვლად „იუვენტუსს“ პორტუგალიელი მცველი ნელსონ სემედუ დაუთმოს.
იტალიელთა პასუხი ამ არცთუ მომხიბვლელ წინადადებაზე, ამ ეტაპზე უცნობია.