ტურინის „იუვენტუსში შესაძლოა პოლ პოგბა დაბრუნდეს. Le10sport–ისინფორმაციით „ბებერი ქალბატონის“ წარმომადგენელი უკვე დაუკავშირდა ფრანგი ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას.
აღნიშნული წყაროს ცნობით, პოგბას გადაბირება სხვა კლუბებსაც სურთ თუმცა, თავად ფეხბურთელს ყოფილს კლუბში დაბრუნება უნდა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მირალემ პიანიჩი დატოვებს, რომელიც „ბარსელონაში“ გადასვლაზე თანახმაა და პოგბა სწორედ მის შემცვლელად განიხილება.