იტალიური მედია იტყობინება, რომ მიმდინარე წლის იანვარში არტურო ვიდალი ახლოს იყო „იუვენტუსში“ დაბრუნებასთან.
როგორც ცნობილი გახდა, „ბარსელონა“ ტურინელებს ჩილელს ფედერიკო ბერნარდესკის ან ემრე ჯანის ტრანსფერში ჩართვას სთავაზობდა და არსებობდა შანსი 2015 წლის შემდეგ პიემონტს დაბრუნებოდა.
თუმცა, თავად „იუვემ“ ამ ვარიანტზე უარი თქვა და ვიდალის დაბრუნებაც ჩაიშალა.
შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი „იუვენტუსის“ ღირსებას 2011-2015 წლებში იცავდა და 171 მატჩში 48 გოლი გაიტანა.