მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 61)

ტრანსფერები

“იუვენტუსს” ბერნარდესკის საულში გაცვლა უნდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ფედერიკო ბერნარდესკის გადაბირება მადრიდის „ატლეტიკოს“ სურს. იტალიელი ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და დიდი შანსია, რომ გუნდს დატოვებს, ხოლო „როხიბლანკო“ ერთ-ერთი დაინტერესებული გუნდია. იტალიური მედიის ინფორმაციით, „იუვე“ ბერნარდესკის ესპანეთში გასხვისების წინააღმდეგი არ იქნება, თუ სანაცვლოდ საულ ნიგეზს მიიღებს. ესპანელი „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ „იუვენტუსი“ იმედოვნებს, რომ მადრიდულ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” კავანის დამატებას გეგმავს

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. ურუგვაელს ტურინში გონსალო იგუაინის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც „იუვენტუსთან“ დატოვებასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. კავანი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და 33 წლის გამოცდილი ფორვარდის დამატების საკითხიც წინა პლანზე ამიტომ გადმოვიდა. აღსანიშნავია, რომ ფაბიო პარატიჩი ჯერ კიდევ 2016 წელს სწორედ იგუაინის შეძენამდე აქტიურად …

სრულად წაკითხვა »

“ფიორენტინას” პრეზიდენტი თანახმაა კიეზა “იუვენტუსში” გაყიდოს

ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტი როკო კომისო ფედერიკო კიეზას გაყიდვის წინააღმდეგი არაა. მათ შორის არც „იუვენტუსში“. „გადაწყვეტილება კიეზამ უნდა მიიღოს, თუ წასვლა ენდომება, მე ამას მივიღებ, სწორი თანხის შემოთავაზების შემთხვევაში. „იუვენტუსში“ მისი ტრანსფერი? არცერთი გუნდისთვის ვეტო არ არსებობს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ნებისმიერ გუნდში გავყიდით“, – თქვა კომისომ. შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ გარდა …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “ლიონის” ფეხბურთელით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველ ჰუსემ ოოუარით ინტერესდება. RMC Sport-ის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა თავისი კარგი თამაშით არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტიც“ არიან. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ ხელმძღვანელობას „ლიონის“ პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლასთან კარგი ურთიერთობა აქვს, რამაც შესაძლოა ტრანსფერში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. „ლიონი“ ნიჭიერ ნახევარმცველს დაახლოებით …

სრულად წაკითხვა »

“სიტი” ბონუჩის ეპატიჟება, მაგრამ “იუვენტუსი” ტრანსფერზე თანახმა არაა

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ლეონარდო ბონუჩის ყიდვის იმედს არ კარგავს. იტალიური მედია კიდევ ერთხელ იტყობინება, რომ ესპანელი ზაფხულში ტრანსფერისთვის გაიწევს. თუმცა, „იუვეს“ პოზიცია მყარია – ფეხბურთელი არ იყიდება. ტურინიდან წასვლა არც ბონუჩის უნდა, რომელმაც სწორედ ამიტომ კონტრაქტი არც ისე დიდი ხნის წინ 2023 წლამდე გაახანგრძლივა. დაცვის ცენტრში …

სრულად წაკითხვა »

ტომას პარტეი შესაძლოა “იუვენტუსში” გადავიდეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ტომას პარტეი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. Marca-ს ინფორმაციით, განელი უარს ამბობს კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2023 წელს იწურება. პარტეი გაუმჯობესებულ პირობებს ელოდება, რომელსაც თუ არ მიიღებს, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარს იტყვის და ესპანურ გუნდს მისი გაყიდვა მოუწევს. ესპანური მედიის ცნობით ტომასს მსურველები არ აკლია და მათ შორის „იუვენტუსიცაა“. ფეხბურთელის …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” და “ბარსელონამ” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

უახლოესი სატრანსფერო ფანჯარა შესაძლოა ჩვეულებრივისგან განსხვავებული იყოს კორონავირუსის პანდემიის გამო. ეკონომიკური კრიზისის ფონზე გუნდები არ გამორიცხავენ, რომ ფეხბურთელები ერთმანეთში გაცვალონ. კატალონური Rac1-ის ინფორმაციით, არაა გამორიცხული მირალემ პიანიჩი „ბარსელონაში“ გადავიდეს, ხოლო „იუვენტუსსი“ რიგები სანაცვლოდ ბრაზილიელმა არტურმა გააძლიეროს. ჯერჯერობით აღნიშნული ბარტერის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა პიანიჩის „იუვედან“ შესაძლო წასვლის შესახებ …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი წავა, ჟორჟინიო – მოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ლონდონის „ჩელსიდან“ ჟორჟინიო დაიმატოს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, თუ მირალემ პიანიჩი გუნდს დატოვებს, მას იტალიის ნაკრების ნატურალიზებული ბრაზილიელი საყრდენი შეცვლის. ძველი ამბავია, რომ მაურიციო სარის ჟორჟინიო ძალიან მოსწონს და მისი საყვარელი ფეხბურთელია. აქედან გამომდინარე ეს ტრანსფერის ალბათობას ზრდის, გარდა ამისა, „ჩელსიც“ არაა ფეხბურთელის თამაშით აღფრთოვანებული და მზადაა …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი “იუვენტუსს” დატოვებს

ფედერიკო ბერნარდესკის „იუვენტუსთან“ დამშვიდობების დრო ახლოვდება. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იტალიელი კლუბს დატოვებს. სამი სეზონის განმავლობაში ბერნარდესკიმ ვერ შეძლო კლუბის ძირითადი შემადგენლობის ნაწილი გამხდარიყო. მასიმილიანო ალეგრი მას შედარებით კარგად იყენებდა, მაგრამ მაურიციო სარის პერიოდში სიტუაცია უფრო გართულდა. შესაძლოა ფედერიკო „ატლეტიკოში“ გადავიდეს, რომელიც დიდი ხანია ფეხბურთელის ევოლუციას აკვირდება, …

სრულად წაკითხვა »

მოჯი: “იუვეს” მილიკი უფრო სჭირდება, ვიდრე იკარდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა ლუჩანო მოჯიმ მაურო იკარდისა და არკადიუშ მილიკის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა. მოჯის „იუვენტუსში“ პოლონელის ხილვა უფრო უნდა, ვიდრე არგენტინელის. „მილიკი „იუვეში“? არ ვიცი როგორ დასრულდება, მაგრამ როდესაც მაურო იკარდიზე საუბრობენ, ეს მინდა გამოვრიცხო. თუ ახლა გონსალო იგუაინი სკამზე ხშირად ზის, რადგან რონალდუ და დიბალა თამაშობენ, წარმოიდგინეთ …

სრულად წაკითხვა »