ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი დღეს იუბილარია, 33 წლის გახდა. პარალელურად, იტალიელი მცველით „მანჩესტერ სიტი“ და პირადად პეპ გვარდიოლაა დაინტერესებული.
თუმცა, იტალიური მედია იტყობინება, რომ ტურინელები გამოცდილი მცველის გაყიდვას არ აპირებენ და ინგლისელები უარით კიდევ ერთხელ გაისტუმრეს.
გარდა ამისა, „იუვედან“ წასვლას არც თავად ბონუჩი აპირებს, რომელიც „მილანში“ ერთწლიანი თამაშის შემდეგ დაუბრუნდა „ბიანკონერის“ და კონტრაქტის ბოლოდე იქ დარჩენა აქვს განზრახული.
მკაფიოა „იუვენტუსის“ იდეაც: ბონუჩი არ იყიდება, რადგან მას ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, მითუმეტეს, რომ ჯორჯო კიელინის კარიერა დასასრულს უახლოვდება და ტრავმებიც ხშირად აწუხებს.
ამრიგად, ბონუჩი ისევ „იუვეს“ ღირსებას დაიცავს, გვარდიოლას და „სიტის“ კი სხვა ფეხბურთელებზე მოუწევთ აქცენტირება.