იტალიის სერია A-ს კლუბების შეხვედრა გაიმართა, სადაც შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტილი სეზონი უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს. წინააღმდეგი არცერთი გუნდი არ ყოფილა.
„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა და მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ მისი გუნდი სეზონის გაგრძელების მომხრეა.
„თქვენ იცით, რომ მედიასთან ხშირი კონტაქტი არ მიყვარს და დუმულს ვამჯობინებ. ამან შესაძლოა ხელი შეუწყო „იუვენტუსის“ ნების არასწორ ინტერპრეტაციას. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „იუვენტუსს“ აქვს მტკიცე ნება, რომ დასრულდეს 2019-2020 წლების სეზონი. ვარჯიშები დაიწყება 18 მაისიდან და ივნისიდან თამაშების დაწყებას ვაპირებთ, რომ სეზონი ივლისში დავასრულოთ. ყველაფერს უეფასა და ევროპული კლუბების მითითებების პატივისცემით შევასრულებთ“, – თქვა ანიელიმ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელებს 4 მაისიდან ინდივიდუალური, ხოლო 18 მაისიდან გუნდური ვარჯიშების უფლება მიეცემათ.