მთავარი / სიახლეები / სერია A / “ჩვენ არ ვართ “ინტერი” და არ გვჭირდება სკუდეტო კაბინეტიდან” – ანიელიმ კომენტარი მოიწონა

“ჩვენ არ ვართ “ინტერი” და არ გვჭირდება სკუდეტო კაბინეტიდან” – ანიელიმ კომენტარი მოიწონა

„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ სოციალურ ქსელში კომენტარი მოიწონა, რომლის მიხედვით „იუვეს“ ქომაგებს სკუდეტოს მიღება სეზონის დაუსრულებლად არ უნდათ.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთში პსჟ-ს ტიტული ისე გადაეცა, რომ სეზონი არ დასრულებულა, ტვიტერში ერთ-ერთმა ქომაგმა დაწერა, ასეთი ტიტული არ გვჭირდებაო. ეს კომენტარი კი ანიელიმ დაალაიქა.

„არ გვინდა ამ გზით გამარჯვება. ეს ანდრეა ანიელიმაც თქვა და იმედია ასე იქნება, ჩვენ „ინტერი“ არ ვართ“, – ეს კომენტარი ანიელიმ მოიწონა, რაც მის სურვილს ადასტურებს.

„ჩვენ არ ვართ „ინტერი“ – ეს ფრაზა გულისხმობს 2006 წლის სკუდეტოს, რომელიც „ინტერს“ არა მოედანზე, არამედ კაბინეტიდან გადაეცა. „იუვენტუსი“ არ აპირებს ტიტული მიიღოს ასეთი გზით და ეს უკვე ყველასთვის ცხადია.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …