იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კრისტიანო ძანეტიმ მირალემ პიანიჩისა და არტურის შესაძლო გაცვლაზე ისაუბრა. მისთვის გაუგებარი და ალოგიკურია ბოსნიელის გაყიდვა, მითუმეტეს ბრაზილიელში სუფთა გაცვლის პრინციპით.
„მიუხედავად იმისა, რომ „ბიანკონერის“ მენეჯერი არ ვარ, ისეთ ფეხბურთელს, როგორიც პიანიჩია, არასდროს გავყიდდი. ამ მომენტში ვერავის ვხედავ, რომელიც მას შეცვლის. ერთადერთი დე იონგია, რომელიც უკვე „ბარსელონამ“ იყიდა. ჩემი აზრით, ის ამ გუნდის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენია.
გაკვირკვებული ვარ, როდესაც პიანიჩის და არტურის თანაბარ გაცვლაზე ვკითხულობ., ეს წარმოუდგეელია. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ბოსნიელს ბენტანკური შეცვლის, მაგრამ ამ პოზიციისთვის მას განსხვავებული თვისებები აქვს. პიანიჩი კარგად ურტყამს, ჯარიმებს კარგად ასრულებს და შეუძლია ბურთის განაწილება.
გულწრფელად არ მჯერა, რომ „იუვე“ პიანიჩს გაყიდის. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყოველთვის შევინარჩუნებდი, თავის პოზიციაზე შეუცვლელია, როგორც კრიშტიანუ. ეს ალოგიკური გადაწყვეტილება იქნება, დაახლოებით იგივე, გუნდმა ბონუჩი, კიელინი და ბუფონი რომ გაყიდოს.
ასევე გაუგებარია რატომ გაყიდეს ემრე ჯანი, ძალიან გამიკვირდა. საერთაშორისო დონის ფეხბურთელია, ძალიან ძლიერი, მცირე დროშიც ახერხებდა დადებითად თამაშს. შესაძლოა პრობლემა ის იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს და ბიუჯეტიც გამოათავისუფლეს“, – განაცხადა ძანეტიმ.
შეგახსენებთ, რომ კრისტიანო ძანეტი „იუვენტუსში“ 2006-2009 წლებში თამაშობდა.