ტურინის იუვენტუსი და კატალონიის ბარსელონა ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
30 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი მზადაა კატალონიურ კლუბში გადასასვლელად. მხარეებს შეუძლიათ 4 წლიანი ხელშეკრულების გაფორმება.
ცნობილია, რომ პიანიჩმა უარი თქვა მანჩესტერ იუნაიტედისა და პესეჟეს წინადადებებზე, ბარსელონას შეთავაზების გამო.
სერია A-ს მიმდინარე სეზონზე პიანიჩმა 22 მატჩში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. ცნობილი პორტალი Transfermarkt-ი ბოსნიელ ფეხბურთელს 52 მილიონ ევროდ აფასებს.