მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ფაბიო პარატიჩიმ გონსალო იგუაინის „იუვენტუსში“ დარჩენის იმედი გამოთქვა, გამორიცხული არაა, არგენტინელმა გუნდი დატოვოს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, „იუვეს“ „რივერ პლეიტის“ 18 წლის ფორვარდი ხულიან ალვარესი მოსწონს და ამის გამო შესაძლოა „პიპიტა“ არგენტინულ გრანდში გაუშვას.
იგუაინი უკვე დიდი ხანია სამშობლოში იმყოფება და არაერთხელ დააფიქსირა ავადმყოფ დედასთან ახლოს ყოფნის სურვილი. გარდა ამისა, „რივერი“ მისი მშობოლიური კლუბია და კარიერის იქ დასრულებასაც აპირებს.
ასე, რომ ადვილი შესაძლებელია, სულ მალე იგუაინი სწორედ თეთრ-წითელ მაისურში ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ გონსალოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.