კატალონიის „ბარსელონა“ თანახმაა ნახევარმცველი არტური ტურინის „იუვენტუსში“ გაასხვისოს. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს.
როგორც გამოცემა იტყობინება, ფეხბურთელი კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის გაზრდაზე ვერ მოურიგდა და ამიტომ, მხარეები განშორებას აპირებენ.
თავის მხრივ კიკე სეტიენს „იუვენტუსის“ რამდენიმე ფეხბურთელი მოსწონს და მოსალოდნელია, რომ ბარტერი გაიჩარხება. საუბარია, როდრიგო ბენტანკურზე, მირალემ პიანიჩზე ან ფედერიკო ბერნარდესკიზე.
თუმცა, არც ფულადი კომპენსაციით ფეხბურთელის ყიდვაა გამორიცხული. ამ ეტაპზე ესპანური მედია მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ „ბარსელონა“ თანახმაა ბრაზილიელის ტურინში გაშვებაზე.