„ბრეშას“ ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ „ინტერში“ გადასვლა გადაწყვიტა. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელს ანტონიო კონტესთან მუშაობა სურს და მილანელებს შეუთანხმდა.
მიუხედავად ამისა, „იუვენტუსი“ დანებებას არ აპირებს და „ბრეშას“ იმაზე უკეთეს წინადადებას მიუმზადებს, ვიდრე „ინტერი“.
ჯერჯერობით, მიუხედავად ამ ინფორმაციისა, გადაწყვეტილი მაინც არაფერია და ზაფხულში „იუვესა“ და „ინტერს“ შორის ბრძოლა სატრანსფერო ბაზარზეც გველოდება.