„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩამორთმეული სკუდეტოების შესახებ გააკეთა კომენტარი:
„მოჯი და ჯირაუდო დიდებული მენეჯერები იყვნენ. ჩვენ ტიტულები მოედანზე მოვიგეთ, მაგრამ კალჩოპოლიმ სკუდეტოები წაგვართვა და სხვას გადასცეს“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ კალჩოპოლის გამო „იუვეს“ 2 სკუდეტო ჩამოერთვა, 2005 წლის საერთოდ ანულირდა, ხოლო 2006 წლის „ინტერს“ გადაეცა.