ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს.
„ტრავმის შემდეგ არასდროს მიფიქრია, რომ იმაზე ძლიერი დავბრუნდებოდი, როგორც მანამდე ვიყავი. ეჭვი იმის შესახებ გამეგრძელებინა თუ არა კარიერა, მაშინვე გავაქრე, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ. ვაგრძელებ „იუვესთან“ ერთად, მხარდაჭერას ისევ ვგრძნობ. რამდენიმე წელიწადში კი ვიტყვი, რომ საკმარისია“, – წერს კიელინი.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯოს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მაგრამ ერთი წლით მისი გახანგრძლივება გადაწყვეტილია.