ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტი როკო კომისო თანახმაა ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ გაყიდოს. რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი შეთავაზების შემთხვევაში.
„არა, კიეზასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არ შეგვითავაზებია, ეს ფეიკნიუსია. „იუვენტუსი“? სხვა კლუბებივითაა, მე უნდა მოვუსმინო ფეხბურთელს და მივიღო კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. ეკონომიკურმა სიტუაციამ ყველა გუნდის მდგომარეობა შეცვალა, ამტომ შეიცვალა მისი ფასიც. თუ ტურინელები მზად იქნებიან, მე თანახმა ვარ კიეზა „იუვენტუსში“ გადავიდეს. მაგრამ მხოლოდ „იუვე“ არაა, უცხოური გუნდებიც არიან დაინტერსებულნი“, – განაცხადა კომისომ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზას „იუვენტუსს“ დიდი ხანია უკავშირებენ.