ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას ფეხბურთი მოენატრა. ამის შესახებ არგენტინელმა ინტერვიუში განაცხადა.
„არ მეგონა, რომ ფეხბურთი ასე ძალიან მომენატრებოდა. თამაში მინდა, თანაგუნდელების ნახვა, ბურთთან შეხება. სახლში ვთამაშობ, მაგრამ იგივე არაა. არ ვიცით როდის დავბრუნდებით, ეს არაა გამოწერილი შვებულება. ახლა ერთადერთი რაც შეგვიძლია დასვენება და ფორმის შენარჩუნებაა.
სახლში იზოლაციაში დიდი ყოფნა აუცილებლად მიგვიყვანს ახალ საქმიანობამდე. ვცდილობ იოგა ვისწავლო და ეს ძალიან მეხმარება“, – აღნიშნა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა 21 მარტიდან კორონავირუსს ებრძვის და ოფიციალურად მისი გამოჯანმრთელება ჯერ არ დადასტურებულა.