მადრიდის „რეალის“ მცველი მარსელო ფაბიო კანავაროს ინსტაგრამში ესაუბრა და კომენტარი „იუვენტუსში“ მის შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა.
„ვიცი, რომ ორი წლის წინ ამბობდნენ, თითქოს „იუვეში“ მივდიოდი, რადგან არ მინდოდა რონალდუს გარეშე ცხოვრება. ეს ყველაფერი ხალხმა გამოიგონა, მაგრამ სასიამოვნო იმის ცოდნაც, რომ „იუვეს“ ტიფოზებს მოსწონხარ.
არ მინდა „რეალის“ დატოვება და ვფიქრობ, არც ისინი გამიშვებდნენ. აქ კარგად ვარ და არ ვიცი, „იუვეს“ ნამდვილად უნდა თუ არა ჩემი დამატება“, – თქვა მარსელომ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდა მარსელოს „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლაზე ხმები ხშირად ისმოდა.