მარიო მანჯუკიჩმა განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი მის კარიერაში საუკეთესო იყო და არასდროს დაავიწყდება.
‘ჩემს კარიერაში რამდენიმე მაისური შევიცვალე, მაგრამ „იუვეს“ დანარჩენებზე მეტად ვგრძნობ. ჩვენ ყველას ერთნაირი გამარჯვების წყურვილი გვქონდა, გამარჯვება ყველაფერი იყო. არასდროს დამავიწყდება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი 5 წელი“, – თქვა მანჯუკიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატი თავდამსხმელი „იუვენტუსში“ 2015-2020 წლებში თამაშობდა 162 მატჩში 44 გოლი გაიტანა.