იტალიური „რომას“ თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე რთული ჯორჯო კიელინის წინააღმდეგ თამაშია.
„ძალიან ბევრი ძლიერი მცველია, თუნდაც მხოლოდ იტალიის ჩემპიონატში. ვფიქრობ, კიელინი, შკრინიარი, კულიბალი და აჩერბი, მაგრამ თუ ერთი უნდა დავასახელო, მაშინ, კიელინი“, – თქვა ჯეკომ.