„სამპდორიას“, „ტორინოს“, „უდინეზესა“ და „მილანის“ ყოფილი თავდამსხმელი მაქსი ლოპესი მიიჩნევს, რომ იტალიაში სკუდეტოს „იუვენტუსისთვის“ გადაცემა სეზონის გაუნახლებლად, მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს.
არგენტინელმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც საფრანგეთში ჩემპიონად პსჟ გამოაცხადეს, თუმცა მაქსი თვლის, რომ იტალიაში ასეთი გადაწყვეტილება დიდ არეულობას გამოიწვევს.
„თუ იტალიაში იმას გააკეთებენ, რაც საფრანგეთში გააკეთეს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. აქ ყველაფერი სხვანაირადაა, „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო ფეხბურთის ფედერაციაშიც მნიშვნელოვან თანამდებობაზეა და მისთვის რომ გეკითხათ, ერთი თვის წინაც შესაძლებელი იყო თამაში. აქ უფრო მნიშვნელოვან უწყებას მოუწევს ჩარევა და გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად, უეფას და ფიფას“, – თქვა მაქსი ლოპესმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიღწეული შეთანხმებით სერია A-ს ოცივე გუნდი თანახმაა სეზონი განახლდეს, მაგრამ როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.