მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 51)

ტრანსფერები

ლოკატელი: “იუვეში” თამაში ჩემი ოცნებაა”

„სასუოლოს“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერზე მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის ტურინულ გუნდში თამაში ოცნებაა. „პირლო ჩემი კუმირია და „იუვენტუსთან“ ჩემი სახელის დაკავშირება ჩემთვის ოცნებაა“, – თქვა ლოკატელიმ. შეგახსენებთ, რომ ლოკატელი ამჟამად იტალიის ნაკრებშია გამოძახებული. მისი „იუვენტუსში“ ტრანსფერის შესახებ იტალიური მედია კარგა ხანია აქტიურად წერს.

სრულად წაკითხვა »

სიტუაცია ედინ ჯეკოსა და ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერზე

ტურინის „იუვენტუსი“ ცენტრალური თავდამსხმელის ძებნას აგრძელებს, რომელიც გონსალო იგუაინს შეცვლის. ანდრეა პირლოს ფავორიტი ედინ ჯეკოა, მაგრამ ბოსნიელს „რომასთან“ კონტრაქტი აკავშირებს. მთლიანობაში თუ ჯეკოს ტრანსფერი შედგება, „იუვენტუსს“ ორწლიანი კონტრაქტით, ხელფასისა და „რომასთვის“ გადასახდელი კომპენსაციით 42 მილიონი ევრო დაუჯდება. მეორე ვარიანტი ლუის სუარესია, რომელიც ფინანსურად უფრო იაფი გარიგება აღმოჩნდება. ოღონდ ამისთვის საჭიროა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მოიზე კინის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ტურინის „იუვენტუსში“ მოიზე კინის დაბრუნება აქტიურად განიხილება. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას მოლაპარაკებები გრძელდება. რაიოლა მუშაობს, რომ კინი დააბრუნოს კლუბში, სადაც დიდ ფეხბურთში მისი დებიუტი შედგა. „იუვეს“ კი ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელის დაბრუნება თავდაპირველად იჯარის წესით სურს. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს „ბებერმა სინიორამ“ მოიზე ლივერპულის „ევერტონში“ გაყიდა, სადაც მან …

სრულად წაკითხვა »

იგუაინი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს

გონსალო იგუაინის „იუვენტუსიდან“ წასვლა გადაწყვეტილია და ახალი გუნდის ძებნა უწევს. ჯერჯერობით არგენტინელი ტურინში გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ანდრეა პირლომ ერთი კვირის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის გუნდს დატოვებს. გონსალოს კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, რომელიც შეიძლება ვადაზე ადრე გაწყდეს. მისი კარიერა კი შესაძლოა ამერიკაში, კერძოდ, „ინტერ მაიამიში“ გაგრძელდეს. Tyc …

სრულად წაკითხვა »

ვიდალი: “ბედნიერი ვიქნები თუ პირლო და “იუვე” დამიძახებენ”

„ბარსელონას“ ფეხბურთელი არტურო ვიდალი მზადაა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს, თუ ანდრეა პირლო და „იუვე“ მიიწვევენ. „წარმოუდგენელი იყო, როდესაც პირლო თამაშობდა, უკვე მწვრთნელად წამოგევედგინა. თუ ის ან „იუვენტუსი“ დამიძახებენ, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ მშვიდად უნდა ვიყოთ. თუ მოხდება, მოხდება… მე ძალიან მიყვარს „იუვენტუსი“ და ანდრეა. კონტე? ის არის მანქანა, ტაქტიკური თვალსაზრისით ნომერ პირველი. მან …

სრულად წაკითხვა »

მაკკენი: “ოცნება ამიხდა, ბოლომდე დავიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა ვესტონ მაკკენიმ კლუბის ვებგვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა. ამერიკელი ფეხბურთელის განცხადებით, ბოლომდე დაიხარჯება და ძალიან ბედნიერია, რომ „იუვეს“ წევრი გახდა. „მე ამ ფეხბურთელების ყურებაში გავიზარდე, ჩემი კუმირები იყვნენ და ვიდეოთამაშებში ვიყენებდი. ახლა კი ერთი გუნდის ნაწილი ვართ, მოკლედ ეს ოცნებაა, რომელიც ახდა. „იუვენტუსი“? ეს ისტორიაა, იტალიის ჩემპიონი, ყოველთვის. …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: მაკკენი “იუვეს” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ გელზენკირხენის „შალკედან“ ვესტონ მაკკენის ტრანსფერო გააოფიციალურა. ამერიკელი ნახევარმცველი „იუვეს“ ღირსებას მომდევნო სეზონის განმავლობაში იჯარით დაიცავს, რომლის ღირებულებამ 4.5 მილიონი ევრ შეადგინა. ამასთან, „იუვენტუსს“ ექნება ვალდებულება, რომ მაკკენი გამოისყიდოს 18.5 მილიონ ევროდ, რომელიც სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაიფარება. 22 წლის ნახევარმცველს აშშ-ს ნაკრებში 19 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, …

სრულად წაკითხვა »

ჯეკო “იუვენტუსში”გადასვლაზე თანახმაა

ტურინის „იუვენტუსი“ ედინ ჯეკოს ტრანსფერთან უკვე ძალიან ახლოსაა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩიმ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია და ბოსნიელმა გუნდის შეცვლაზე თანხმობა განაცხადა. 34 წლის ჯეკო „იუვესთან“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუმცა, ჯერ კლუბებს შორის შეთანხმებაა საჭირო. „იუვენტუსი“ „რომას“ 10 მილიონ ევროს ადა 2 მილიონი ბონუსების …

სრულად წაკითხვა »

L’Equipe: მესის მამა “იუვენტუსს” დაეკონტაქტა

ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, რომ ლიონელ მესის მამას, ხორხე მესის კონტაქტი ჰქონდა „პარი სენ ჟერმენთან“ და ტურინის „იუვენტუსთან“. გამოცემა წერს, რომ ტურინელებს აქვთ სურვილი, რომ ისტორიული ტანდემი შექმნან და კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი მათ გუნდში იხილონ. თუმცა, მოგვიანებით, თავად „იუვენტუსმა“ ეს ცნობა იტალიურ მედიასთან უარყო. როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსში” შესაძლოა კინი დაბრუნდეს

ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა მოიზე კინი დაბრუნდეს. იტალიელი ფეხბურთელი „ბიანკონერის“ სიაში ერთ-ერთი მათგანია. მოგეხსენებათ, „იუვე“ თავდამსხმელს, ე.წ 9-იანს ეძებს და არაა გამორიცხული კინი დაიბრუნოს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, საუბარია ორწლიან იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით. „იუვენტუსმა“ მოიზე კინი ერთი წლის წინ „ევერტონში“ გაყიდა, მაგრამ ლივერპულურ გუნდში მან ფეხი ვერ მოიკიდა და პრემიერლიგაში მხოლოდ …

სრულად წაკითხვა »