ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, რომ ლიონელ მესის მამას, ხორხე მესის კონტაქტი ჰქონდა „პარი სენ ჟერმენთან“ და ტურინის „იუვენტუსთან“.
გამოცემა წერს, რომ ტურინელებს აქვთ სურვილი, რომ ისტორიული ტანდემი შექმნან და კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი მათ გუნდში იხილონ.
თუმცა, მოგვიანებით, თავად „იუვენტუსმა“ ეს ცნობა იტალიურ მედიასთან უარყო. როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესი „ბარსელონას“ ტოვებს, არგენტინელს რამდენიმე გუნდს უკავშირებენ, მათ შორის „იუვენტუსიც“ სახელდება.