ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა მოიზე კინი დაბრუნდეს. იტალიელი ფეხბურთელი „ბიანკონერის“ სიაში ერთ-ერთი მათგანია.
მოგეხსენებათ, „იუვე“ თავდამსხმელს, ე.წ 9-იანს ეძებს და არაა გამორიცხული კინი დაიბრუნოს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, საუბარია ორწლიან იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით.
„იუვენტუსმა“ მოიზე კინი ერთი წლის წინ „ევერტონში“ გაყიდა, მაგრამ ლივერპულურ გუნდში მან ფეხი ვერ მოიკიდა და პრემიერლიგაში მხოლოდ ორი გაიტანა.
კინი „იუვეს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.