ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ანდრეა პირლოს აუცილებლად ეტყვის სად ურჩევნია თამაში.
გარდა ამისა, კოლუმბიელი ლიონელ მესის „იუვენტუსში“ მისვლასაც არ გამორიცხავს:
„ჯერ კიდევ არ მქონია შესაძლებლობა პირლოსთან მესაუბრა, მაგრამ როდესაც ჩემი ჯერი მოვა, აუცილებლად ვეტყვი თავს ყველაზე კომფორტულად რომელ პოზიციაზე ვგრძნობ. პირლო დიდი ფეხბურთელი იყო და იმედია, რომ მისი ცოდნა გუნდს დაეხმარება და ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებთ.
ჩემპიონთა ლიგა რჩება ჩვენს მიზდან, იმედია ფინალამდე მივაღწევთ და გულშემატკივრებს მივანიჭებთ სიხარულს, რომელსაც დიდი ხანია ელოდებიან. ჩემპიონატიც რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ 9 სკუდეტო მოვიგეთ, მომდევნო სეზონი კიდევ უფრი რთული იქნება.
მესი? ერთმნიშვნელოვნად აამაღლებს სერია A-ს სტატუსს. ის „იუვეში“ რონალდუსთან ერთად? ეს ნამდვილად არ წარმომედგინა, თუმცა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ გადმოდიოდა, არ სჯეროდათ და შემდეგ ის ნამდვილად ჩვენთან მოვიდა“, – თქვა კუადრადომ.